პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

EY5NHSMS გამოქვეყნდა 3 ნოე 16 ნახვა

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

ლიდერ კრედიტი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ნოე
შესვლა და განაცხადი

შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით;
  • სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოების წარმოების ან/და მათზე ზედამხედველობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
  • სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
  • Microsoft Office - პროგრამების ცოდნა

სამუშაოს აღწერილობა

  • გაუწიოს ობიექტს (სამოქალაქო და სამრეწველო შენობა ნაგებობების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა - ინსპექტირების სამუშაოების წარმოება და ინსპექტირების პროცესში მიღებულ მონაცემებსა და ცნობებზე დაყრდნობით;
  • უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
  • გაეცნოს და შეისწავლოს ინსპექტირების ობიექტზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია.
  • დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ ინსპექტირების მეთოდები და პროცედურებში განსაზღვრული თანმიმდევრობითა და დებულებების მიხედვით განახორციელოს ინსპექტირება;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე კონტროლი და გამოვლენილი დეფექტების შემთხვევაში დროული ღონისძიების მიღება.
  • აკონტროლოს მშენებლის სამუშაოთა წარმოების ჟურნალი მასში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად;
  • დაესწროს ყველა ფარული თუ ხილული კონსტრუქციის/დეტალის სამშენებლო-სარემონტო პროცესს და გააკონტროლოს ისინი;
  • განახორციელოს ყველა სამშენებლო მასალის გაზომვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობის დადგენა;
  • შესრულებულ სამუშაოების კონტროლი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში შენიშვნების, რეკომენდაციებისა და მითითებების ჩაწერით;
  • აწარმოოს ინსპექტირების ჩანაწერები: ჩაიწეროს ყველა გადახრა და შეუსაბამობა და გასცეს შესაბამისი მითითებები;
  • მოახდინოს მიღებული მონაცემების დამუშავება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით მოამზადოს ინსპექტირების ანგარიში მიუკერძოებლად.

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომპეტენტურობა;
  • ანგარიშების წერის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა