ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
პასუხისმგებლობები:
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
- პროგრამასთან მუშაობა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები, მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია);
- სასურველია ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
ანაზღაურება : შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებასა და გასაუბრებრებაზე, კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:
ელ. ფოსტა: tatishvilimerabi@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!