8,745 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F12A77MZ გამოქვეყნდა 22 სექ 8 ნახვა

ხალიკ ბანკი

ხალიკ ბანკი

ვადაგადაცილებული საცალო სესხების მართვის სპეციალისტი

ხალიკ ბანკი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 ოქტ

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული საცალო სესხების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სს "ხალიკ ბანკი საქართველო" წარმოადგენს სს "ყაზახეთის სახალხო ბანკი"-ს შვილობილ ორგანიზაციას, რომელიც არის ყაზახეთის საფინანსო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება საბანკო საქმის, ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით;
  • სავალდებულოა საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა ვადაგადაცილებული სესხების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებას;
  • ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტების კარგად ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა

უნარები:

  • მოლაპარაკების წარმოების კარგად განვითარებული უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ძირითადი მოვალეობები:

  • საცალო ვადაგადაცილებული სესხების მართვა და კონტროლი
  • მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველყოფის მესაკუთრის ინფორმირება ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვის საჭიროების შესახებ;
  • ვადაგადაცილებული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ბანკის მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად
  • სესხის რესტრუქტურიზაციის საკითხის დამუშავება და კომიტეტზე გატანა
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისადმი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე.

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვადაგადაცილებული საცალო სესხების მართვის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11/10/2026

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ხალიკ ბანკი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა