9,081 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F1QR2F0R გამოქვეყნდა 24 სექ 9 ნახვა

Enterprise Rent A Car

Enterprise Rent A Car

ადმინისტრაციული სპეციალისტი

Enterprise Rent A Car გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾2000–3500 / თვეში ბოლო ვადა: 25 ოქტ

Enterprise Rent-A-Car არის საერთაშორისო ავტოგაქირავების ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის (Rental Administration Specialist) პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციების ადმინისტრირებას, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური კონტროლი, შემოსული წერილების დამუშავება და პასუხების მომზადება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით, როგორც გაქირავებამდე, ისე გაქირავების შემდგომ საკითხებზე;
  • ავტოგაქირავების ხელშეკრულებების, გადაცემის აქტებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შემოწმება;
  • დასრულებული გაქირავების ხელშეკრულებების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
  • საპატრულო და პარკირების ჯარიმების რეგულარული შემოწმება და ადმინისტრირება;
  • ავტომობილით საზღვრის კვეთისთვის საჭირო მინდობილობებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • ოფისში მოსული მომხმარებლების მომსახურება და გაქირავების პირობების გაცნობა საჭიროების შემთხვევაში;
  • გაქირავების პროგრამაში ინფორმაციის სწორად და სრულად ასახვის კონტროლი;
  • ავტოგაქირავების ყოველდღიურ ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული საკითხების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის კარგი წერითი და სასაუბრო ცოდნა;
  • Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Outlook, Word და Excel-ის კარგი ცოდნა;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე მიმდინარე საკითხის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურების, ადმინისტრაციულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • ანაზღაურებას 2, 000-3, 500 ლარის ფარგლებში (ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Enterprise Rent A Car
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა