9,069 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F55GXDBV გამოქვეყნდა 17 სექ 6 ნახვა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა

IT უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
₾1875 / თვეში ბოლო ვადა: 2 ოქტ

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე ანაზღაურება: 1875 ლარი დარიცხული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ახორციელებს კლინიკის კომპიუტერული ქსელის, სერვერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობაზე ტექნიკურ ზედამხედველობასა და მხარდაჭერას;
  • ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში აფასებს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური აღჭურვილობის ხარისხობრივ და სამართლებრივ-ტექნიკურ დოკუმენტებს;
  • კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს IT ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის დოკუმენტაციას;
  • ამზადებს ტექნიკურ დოკუმენტაციასა და სპეციფიკაციებს შესყიდვებისა და სარემონტო-სატექნიკო სამუშაოებისათვის;
  • უზრუნველყოფს კლინიკის სამედიცინო და საოფისე პერსონალისათვის ტექნიკურ დახმარებას და ინციდენტებზე ოპერატიულ რეაგირებას;
  • ხელმძღვანელის დავალებით ახორციელებს საქმიანობის შესახებ პერიოდულ ანგარიშებს;
  • წარადგენს ანგარიშებსა და პრეზენტაციებს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ;
  • სამუშაოს ეფექტურად შესრულებისათვის, ტექნიკური პროცესების კოორდინაციას, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ზედამხედველობას და დისციპლინარულ გადაცდომებზე რეაგირებას;
  • ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან ინჟინერიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კლინიკაში, სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული ქსელების, ოპერაციული სისტემებისა და საინფორმაციო სისტემების (მათ შორის სამედიცინო პროგრამების) საფუძვლიანი ცოდნა;
  • MS Office-ისა და IT ინფრასტრუქტურის მართვის ხელსაწყოების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპეტენტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 01 ოქტომბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა