პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

F6CWT197 გამოქვეყნდა 5 ნოე 13 ნახვა

AI გადაწყვეტების უფროსი/წამყვანი ინჟინერი

EPAM გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗

"EPAM" ეძებს AI გადაწყვეტების უფროს ინჟინერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის. იმუშავებ პროგრამისტებთან, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ინჟინრებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. მათ საჭიროებებს საიმედო და მასშტაბირებად AI გადაწყვეტებად აქცევ.

რას გააკეთებ

  • შექმნი AI აგენტებს ანალიტიკის, ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად;
  • დააკავშირებ AI აგენტებს კომპანიის შიდა მონაცემებთან, API-ებთან და აპლიკაციებთან;
  • განავითარებ შიდა პლატფორმას, რომელზეც AI აგენტები მუშაობს;
  • შექმნი მონაცემებზე დაფუძნებულ აპლიკაციებსა და ინტერფეისებს Python-სა და React-ზე;
  • მოამზადებ ანალიტიკურ მოდელებსა და Power BI რეპორტებს;
  • ააწყობ მონაცემთა დამუშავების პროცესებს (ETL/ELT) და გაუშვებ AI გადაწყვეტებს ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზე.

ვის ვეძებთ

  • 2-4-წლიანი გამოცდილება AI, ML ან მონაცემთა ინჟინრად, მათ შორის, გადაწყვეტების რეალურ გარემოში გაშვების გამოცდილება;
  • Python-ის, React-ისა და JavaScript/TypeScript-ის ცოდნა;
  • SQL-ის კარგი ცოდნა;
  • REST API-ებთან და Git-თან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა არქიტექტურის ცოდნა: მონაცემთა საცავები, Data Lake, ETL/ELT;
  • Power BI-ში მონაცემთა მოდელირებისა და რეპორტების შექმნის გამოცდილება.

უპირატესობა: LangChain-ის, LangGraph-ის, LlamaIndex-ის ან მსგავსი ფრეიმვორკებისა და ვექტორული მონაცემთა ბაზების ცოდნა.

განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-nov26-data

-----------------------------------------------------------------------------------------

"EPAM" ეძებს AI გადაწყვეტების წამყვან ინჟინერს ნავთობისა და გაზის სფეროს წამყვანი კომპანიის პროექტისთვის. უხელმძღვანელებ პროგრამისტების, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ინჟინრების გუნდს და ბიზნესის საჭიროებებს საიმედო, მასშტაბირებად AI გადაწყვეტებად აქცევ.

რას გააკეთებ

  • უხელმძღვანელებ მრავალპროფილიან ინჟინრების გუნდს და ხელს შეუწყობ მის პროფესიულ ზრდას;
  • განსაზღვრავ AI გადაწყვეტების ტექნიკურ ხედვასა და არქიტექტურას;
  • შექმნი AI აგენტებს ანალიტიკის, ავტომატიზაციისა და გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად;
  • დააკავშირებ AI აგენტებს კომპანიის შიდა მონაცემებთან, API-ებთან და აპლიკაციებთან;
  • შექმნი მონაცემებზე დაფუძნებულ აპლიკაციებს Python-სა და React-ზე და Power BI რეპორტებს;
  • ჩაატარებ კოდის განხილვას და დანერგავ საინჟინრო სტანდარტებს.

ვის ვეძებთ

  • 5+ წლიანი გამოცდილება AI, ML ან მონაცემთა ინჟინრად, მათ შორის, გადაწყვეტების რეალურ გარემოში გაშვების გამოცდილება;
  • ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობისა და რთული პროექტების წარმართვის გამოცდილება;
  • Python-ის, React-ისა და JavaScript/TypeScript-ის ცოდნა;
  • SQL-ის, REST API-ებისა და Git-ის კარგი ცოდნა;
  • მონაცემთა არქიტექტურისა და Power BI-ის ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციის უნარები და ბიზნესის საჭიროებების ტექნიკურ გადაწყვეტებად თარგმნის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე.

უპირატესობა: LangChain-ის, LangGraph-ის, LlamaIndex-ის ან მსგავსი ფრეიმვორკებისა და ვექტორული მონაცემთა ბაზების ცოდნა.

განცხადების სრულად გასაცნობად, გადადით ბმულზე: https://epa.ms/ge-vacancy-lead

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა