8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

F9A7C41E გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

ჩემი ოფისი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾700 / თვეში ბოლო ვადა:

საერთაშორისო კომპანია შპს "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ასევე ავტომანქანის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ ხართ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვართ გამოწვევებთან გამკლავება, გსურთ წარმატების მიღწევა და გაინტერესებთ გაყიდვების სფერო - შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

გაყიდვების მენეჯერი - საოფისე ტექნიკისა და პრინტერების სერვისი

თქვენი ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კერძო და კორპორატიული კლიენტების მოძიება;

** მათთან კომუნიკაცია და ურთიერთობის განვითარება;

** პრინტერებისა და საოფისე ტექნიკის მომსახურების (სერვისის) შეთავაზება;

** გაყიდვების განხორციელება;

** გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება.

რას გთავაზობთ?

** მზარდ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას - შედეგების ზრდასთან ერთად გაიზრდება თქვენი ფიქსირებული ხელფასი და გექნებათ მაღალი ბონუსის მიღების შესაძლებლობა;

** პროფესიულ ტრენინგს - შეისწავლით გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებს და გაეცნობით პრინტერებისა და საოფისე ტექნიკის სფეროსა და პროდუქტებს;

** პირად მენტორს, რომელიც დაგეხმარებათ როგორც სწავლების, ისე ადაპტაციის პერიოდში;

** სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას -ყოველ სამ თვეში, თქვენი შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება დაწინაურება;

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელზე ზრუნავენ.

რას ველით თქვენგან?

** გაყიდვების სფეროსადმი ინტერესს;

** სწავლისა და განვითარების სურვილს;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. #9, დიდუბის მეტროდან 5 წუთის სავალზე;

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი (საშუალო ჯამური შემოსავალი 2000 ლარიდან).

** პერსონალური მონაცემების დამუშავება

ამ ვაკანსიაზე განაცხადის (CV-ის) გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში) დამუშავდეს თქვენთან შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების საკითხის განსახილველად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ასევე, შესაძლებელია, რომ თქვენი CV არ განიხილონ ამ კონკრეტულ ვაკანსიაზე მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო, თუმცა შეინახონ რეზერვში სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:

დამატებითი ინფორმაციისთვის ან გასაუბრებაზე ჩასაწერად:
;

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჩემი ოფისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის