ფილიალის მენეჯერი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 115 -მდე ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა.
სახელფასო რეინჯი: 1400 ლარი (net).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00.
ძირითადი მოვალეობები:
** სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
** პროდუქციის შეკვეთა მიღება/მითვლა;
** პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
** პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი.
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** სალარო ოპერაციების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: ან დაგვიკავშირდით:00 საათიდან 18:00 საათამდე). გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი ბათუმში.
შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.