8,481 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FEAZQYQQ გამოქვეყნდა 15 სექ 13 ნახვა

Drink Joy

Drink Joy

პარტნიორი ობიექტების მენეჯერი

Drink Joy გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

"JOY" არის ქართული გამაგრილებელი სასმლის ბრენდი, რომლის პროდუქციაც იყიდება საქართველოს მასშტაბით 1000+ ორგანიზებულ და არა ორგანიზებულ სავაჭრო ობიექტში. "JOY" არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპისთვის ეძებს შესაბამის ადამიანებს, რათა თანამედროვე ორგანიზაციული სტრუქტურა შედგებოდეს ისეთი კადრებისგან, ვინც სტრუქტურის კონკრეტულ რგოლებს შესაბამისად აამოქმედებს.

პოზიცია: Key Account Manager — პარტნიორი ობიექტების მენეჯერი

რას გთავაზობთ:

  • ხელფასი: ₾1, 800-₾2, 000 + ბონუსი
  • ბონუსი დამოკიდებულია ორ მაჩვენებელზე: ქსელებიდან გაყიდული პროდუქციის რაოდენობა და თაროზე ხელმისაწვდომობის პროცენტი. პირველი ზომავს მოცულობას, მეორე - ხარისხს. ორივე შენს კონტროლშია
  • ნათლად განსაზღვრული პასუხისმგებლობა - იცი ზუსტად რაზე ხარ პასუხისმგებელი და რაზე არა
  • სამუშაო განაკვეთი - სრული

რას გააკეთებ:

შეკვეთების მენეჯმენტი

  • ყველა ქსელიდან შეკვეთების შეგროვება და სისტემაში შეყვანა;
  • შეკვეთის რაოდენობის სწორი ანალიზი და შემდგომი შეთავაზება ფილიალის რეალური გაყიდვების მიხედვით;

თაროზე ხელმისაწვდომობა

  • მარაგების ამოწურვის შემთხვევების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • პლანოგრამის დაცვის კონტროლი;
  • სარეკლამო აქციების შესრულების უზრუნველყოფა ფილიალის დონეზე;

ქსელებთან ურთიერთობა

  • ყოველდღიური კომუნიკაცია კატეგორიის მენეჯერებთან და ფილიალების პერსონალთან;
  • ქსელის თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტის, აქციებისა და სიახლეების შესახებ;
  • კონტრაქტის პირობების ყოველწლიური განახლების მომზადება;

ციფრები

  • თითოეული ქსელისა და ფილიალის გაყიდვების თვალყურის დევნება;
  • ფილიალების კატეგორიზაცია გაყიდვების/შეკვეთების მიხედვით;
  • ყოველკვირეული რეპორტინგი: გაყიდული პროდუქცია, აქტიური ფილიალები, თაროზე ხელმისაწვდომობა, ამოწურვის შემთხვევები

ვის ვეძებთ:

აუცილებელი

  • 2-4-წლიანი გამოცდილება FMCG, დისტრიბუციაში ან საცალო ვაჭრობაში
  • ანალიტიკური აზროვნება - ამ საქმის ნახევარი ციფრებში პასუხების პოვნაა
  • Excel/Google Sheets თავისუფლად - ფორმულები, ფილტრები, ცხრილები. ყოველდღიურად იმუშავებ გაყიდვების რეპორტთან;
  • ორგანიზებულობა - ერთდროულად რამდენიმე ქსელი, ათეულობით ფილიალი და თითოეულს თავისი შეკვეთის გრაფიკით, ეს ის მოცემულობაა, სადაც ორგანიზებულობა პრიორიტეტია.
  • სწორი კომუნიკაციის უნარი - კომუნიკაცია გექნება როგორც კატეგორიის მენეჯერთან, ისე ფილიალის თანამშრომლებთან.

უპირატესობა

  • ორგანიზებულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელური შეკვეთების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასმელების ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის ბაზრის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV მითითებულ მეილზე.

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Drink Joy
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა