ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სანდო და სტაბილური ფინანსური პარტნიორი. დღეს კომპანია წარმოდგენილია 50 სერვისცენტრით ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან ჩვენს ძლიერ და ერთიან გუნდს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში - ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - ოპერაციული სისტემების გამართვა, ყველა აუცილებელი დრაივერითა და კონფიგურაციით. - სხვადასხვა გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება, ინსტალაცია, მხარდაჭერა. - მომხმარებლებისა და კომპიუტერული ობიექტების მართვა Microsoft Active Directory-ში, ანგარიშის შექმნა/გათიშვა, კომპიუტერული ობიექტების დამატება/წაშლა, მონაცემების ცვლილება. - Office365-ზე მომხმარებლების მართვა, ლიცენზიების დამატება, გაუქმება. - DNS, DHCP, SMB, NFS მუშაობისა და წესების ცოდნა. - სასურველია TNG, Micros პრინციპების ცოდნა. - ქსელური პრინტერებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. - კომპიუტერების ლოგიკური და ფიზიკური ტექნიკური გაუმართაობის დადგენა და მათი აღმოფხვრა. - უკაბელო წვდომის წერტილების [access points] ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
ჩვენ გთავაზობთ: - კარიერის განვითარების შესაძლებლობას; - განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას; - მზარდი ანაზღაურება; - კვება; - კორპორატიული ნომერი.
დამატებითი მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - გუნდური მუშაობის უნარი; - კარგი კომუნიკაციის უნარი; - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ანაზღაურება: 1200 - 2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://credits.selfrecruit.ge/s/FfaHz
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.