8831 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FFTQEFD0 გამოქვეყნდა 2 სექ 3 ნახვა

უმცროსი იურისტი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება სამართალი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" (CTH) აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენს გუნდში ვეძებთ უმცროს იურისტს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ სამართლებრივ საქმიანობაში, იმუშავებს მრავალფეროვან იურიდიულ საკითხებზე და ექნება შესაძლებლობა, პრაქტიკულ საქმიანობაში განივითაროს პროფესიული ცოდნა და გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, მინდობილობების, წერილებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი განხილვა;

** კომპანიის სამართლებრივი მხარდაჭერა სახელშეკრულებო ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში;

** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა, მათ შორის, შრომით-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და სხვა საკითხებზე;

** აქციონერთა/პარტნიორთა კრების ოქმების, გადაწყვეტილებებისა და სადამფუძნებლო შეთანხმებების მომზადება;

** კომპანიის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებთან, მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;

** კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია სამართლებრივ საკითხებზე;

** უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;

** სასურველია იურიდიული მიმართულებით მუშაობის 1-2-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ჩაითვლება შესაბამის სფეროში სტაჟირების გამოცდილებაც);

** სამოქალაქო, ბიზნეს/სამეწარმეო და შრომის სამართლის (საქართველოს შრომის კოდექსი) კარგი ცოდნა;

** სასურველია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე; დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო პირობები:

** მისამართი: მერაბ კოსტავას ქ. 14 (სტამბას ტერიტორია)

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

** სამუშაო განაკვეთი: სრული

** სამუშაო ფორმატი: ოფისში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე:

ელ. ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი იურისტი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა