გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FJQRR6SA გამოქვეყნდა 30 ოქტ 32 ნახვა

ტენდერი - საბაჟო საწყობის შემოსასვლელი ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების თაობაზე

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა

ავერსი ფარმა გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗
დაზღვევა · განცხადებაში

შ.პ.ს. ,,ავერსი–ფარმა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, დავით კობახიძის ქ. #3-ში საბაჟო საწყობის შემოსასვლელი ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოების თაობაზე

  • შესასრულებელი სამუშაოს მახასიათებელი მონაცემები მოცემულია დანართი №1-ში;
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართი №2–ში;
  • აფიდავიტი დანართი N3–ში;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც მომსახურეობის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მყიდველთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება დანართი #1–ის სახით.
  • სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ–ფოსტა;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართი №3–ის სახით;
  • ინფორმაცია საკვანძო პერსონალის გამოცდილების შესახებ (CV-ები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია);
  • ტექნიკური წინადადება;
  • გეგმა-გრაფიკი;
  • ფინანსური წინადადება (ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა შესასრულებელი სამუშოების ეტაპებისა და მიმართულებების მიხედვით).
  • ინფორმაცია გადახდის-პირობის შესახებ.

თუ მომსახურების მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული დოკუმენტების სახით.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • მომსახურების ვადა;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;

შერჩეულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

მყიდველის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს საშუალებით.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ! ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა არის 2026 წლის 06 ნოემბერი 16:00 საათი, www.etenders.ge-ს საშუალებით. შერჩეულ/გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის და ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: გიორგი გაბადაძე ტელ.: +995558200880, მაია კოჩაძე, ტელ.: +995 577 951 085;

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას, აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა