პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

FKM041H2 გამოქვეყნდა 5 ნოე 5 ნახვა

პროდუქტის დიზაინერი

Hash Bank გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი
ჩაის ფული · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: პროდუქტის დიზაინერი
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

სამუშაო აღწერილობა

  • UI/UX დიზაინის შექმნა ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის.
  • მომხმარებლის კვლევა (UX Research) და ტესტირებების (Usability testing) ჩატარება.
  • Wireframe-ების, პროტოტიპებისა და საბოლოო ინტერფეისების დიზაინი.
  • Design System-ის შექმნა და მხარდაჭერა.
  • დეველოპერებთან და პროდუქტის მენეჯერებთან მჭიდრო თანამშრომლობა და დიზაინის ჩაბარება (Handoff).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით.
  • Figma-ს სიღრმისეული ცოდნა და სხვა დიზაინ-ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (User-Centered Design) მიდგომების ცოდნა.
  • სწრაფი პროტოტიპირების, User Testing-ისა და Accessibility პრინციპების ფლობა. ტიპოგრაფიის, ფერის თეორიის, დიზაინ-პრინციპებისა და ბრენდინგის საფუძვლები
  • Figma-ს მაღალ დონეზე ფლობა (Auto-layout, Components, Design Systems).
  • iOS (Human Interface Guidelines) და Android (Material Design) სტანდარტების ცოდნა.
  • HTML/CSS-ის საბაზისო პრინციპების გაგება (ტექნიკური შეზღუდვების გასათვალისწინებლად).
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2+ დონეზე).

პიროვნული მახასიათებლები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მომხმარებლის მიმართ ემპათია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხის მაღალი სტანდარტი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • დროის მართვა და პრიორიტეტების სწორად დასმა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 დეკემბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: პროდუქტის დიზაინერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა