8817 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FM3NC93C გამოქვეყნდა 29 სექ 13 ნახვა

The Design Mall

The Design Mall

ფოტო-ვიდეოგრაფი

The Design Mall გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

"THE DESIGN MALL", "AWARD", "LISI EVENT HALL", "MAISON BRIDAL" აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ბრენდებს, რომელთა ვიზუალური კომუნიკაციისა და ციფრული კონტენტის განვითარება მნიშვნელოვანი ნაწილია ბრენდების ყოველდღიური საქმიანობის.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, კრეატიულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფოტო-ვიდეოგრაფს, რომელიც შეუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს და პასუხისმგებელი იქნება ოთხივე მიმართულებისთვის ფოტო-ვიდეო კონტენტის შექმნაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი არ იყოს მხოლოდ ტექნიკურად ძლიერი გადამღები — ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს კონტენტის ხედვა, შეუძლია ბრენდების სპეციფიკის სწორად აღქმა, იდეების შემუშავება და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვაში აქტიური ჩართულობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი — სამუშაო დღეები განისაზღვრება საჭიროების შესაბამისად და შესაძლოა მოიცავდეს შაბათ-კვირასაც. ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** AWARD-ის, LISI EVENT HALL-ის, MAISON BRIDAL-ისა და THE DESIGN MALL-ისთვის ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა; ** სოციალური მედიისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის, ღონისძიებების, პროდუქციისა და სივრცეების ფოტო/ვიდეო გადაღება; ** სხვადასხვა ბრენდისთვის კონტენტის იდეებისა და კონცეფციების შემუშავებაში მონაწილეობა; ** გადაღებამდე კონცეფციის, რეფერენსებისა და ვიზუალური მიმართულების მომზადება; ** თითოეული ბრენდის ვიზუალური სტილისა და სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კონტენტის შექმნა; ** ვიდეოებისთვის იდეებისა და სცენარების შემუშავებაში მონაწილეობა; ** გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის დამუშავება და მონტაჟი; ** საჭიროების შემთხვევაში, გუნდისთვის ახალი კონტენტ-იდეებისა და ვიზუალური მიმართულებების შეთავაზება; ** კონტენტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და ბრენდების ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ფოტო-ვიდეოგრაფიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • პროფესიული პორტფოლიოს არსებობა;
  • ფოტო და ვიდეო გადაღების ტექნიკური უნარების კარგი ცოდნა;
  • ვიდეო მონტაჟისა და ფოტო მასალის დამუშავების გამოცდილება;
  • ვიზუალური კონტენტის შექმნისა და კრეატიული იდეების განვითარების უნარი;
  • ბრენდის ვიზუალური სტილისა და სპეციფიკის აღქმის უნარი;
  • სოციალური მედიისთვის შესაბამისი ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლიანობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. უპირატესობად ჩაითვლება:
  • ინტერიერისა და არქიტექტურის მიმართულებით ფოტო/ვიდეო გადაღების გამოცდილება;
  • fashion/beauty მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ღონისძიებების გადაღების გამოცდილება;
  • premium lifestyle კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • სარეკლამო და კომერციული კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • ვიდეოს სრულად — იდეიდან საბოლოო მონტაჟამდე — დამოუკიდებლად მომზადების გამოცდილება.

შერჩევის პროცესი:

შერჩევის პროცესის ფარგლებში კანდიდატმა გასაუბრებამდე უნდა შეისწავლოს ჩვენი ოთხივე მიმართულება — AWARD, LISI EVENT HALL, MAISON BRIDAL და THE DESIGN MALL.

გასაუბრების ფარგლებში კანდიდატს ვთხოვთ გაგვიზიაროს საკუთარი ხედვა:

  • როგორი ფოტო და ვიდეო კონტენტი წარმოუდგენია თითოეული ბრენდისთვის;
  • რა ტიპის კონტენტს შესთავაზებდა თითოეულ მიმართულებას;
  • კონკრეტული ფოტო და ვიდეო რეფერენსები / moodboard, რომლებიც, მისი აზრით, შესაბამისობაშია ჩვენს ბრენდებთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესში დავინახოთ არა მხოლოდ კანდიდატის ტექნიკური შესაძლებლობები და პორტფოლიო, არამედ მისი კრეატიული აზროვნება, კონტენტის ხედვა და თითოეული ბრენდის ვიზუალური ენის სწორად აღქმის უნარი.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადავა სატესტო ეტაპზე. სატესტო დავალების ფარგლებში კანდიდატმა უნდა შექმნას:

1. LISI EVENT HALL — სივრცის ფოტო/ვიდეო კონტენტი; 2. MAISON BRIDAL — ერთი ვიდეო კაბების მიმართულებით; 3. THE DESIGN MALL — ერთი ფოტო/ვიდეო კონტენტი მის მიერ წინასწარ შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით.

სატესტო ეტაპზე შეფასდება როგორც ტექნიკური შესრულება, ასევე კადრის ხედვა, ვიზუალური სტილი, მონტაჟი, ბრენდის სწორად აღქმა და იდეის დამოუკიდებლად განვითარებისა და განხორციელების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
The Design Mall
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა