9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FM8438J8 გამოქვეყნდა 20 ოქტ 20 ნახვა

ფილიალის მენეჯერის ასისტენტი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"Kontak" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია - ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი ქუთაისი

შენი მისია კომპანიაში: როგორც ფილიალის მენეჯერის ასისტენტს დაგევალება ფილიალის მენეჯერის ეფექტური ადმინისტრაციული, საორგანიზაციო და საოპერაციო მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფილიალის მენეჯერის დავალებით ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო ამოცანების შესრულება.
  • ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება და დასწრების / დაგვიანებების ყოველდღიური კონტროლი;
  • ფილიალში კორპორატიული სტანდარტების (ვიზუალური მერჩენდაიზინგი, ფასმაჩვენებლების სისწორე, თაროების მოწესრიგება, თანამშრომელთა დრესკოდი) დაცვის მონიტორინგი.
  • პრობლემური სიტუაციების პირველადი მართვა: მომხმარებელთა საჩივრების / პრეტენზიების მიღება და დარეგულირება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
  • საწყობთან და ლოჯისტიკის გუნდთან კოორდინაცია პროდუქციის დროული მიღება-განთავსების მიზნით;
  • ფილიალის ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა.
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა ადგილზე.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს საცალო გაყიდვების, მომსახურების ან ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ფლობ უცხო ენებს საკომუნიკაციო დონეზე;
  • ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გაქვს განვითარების სურვილი;

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის?

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ფილიალის მენეჯერის ასისტენტი, ქუთაისი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ნოემბერი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

  • * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა