3D გრაფიკოსი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ 3დ გრაფიკოსს და მისი ფუნქციები იქნება:
- არქიტექტურული ვიზუალიზაციების შექმნა;
- ექსტერიერის რენდერების შექმნა;
- ბინების აქსონომეტრიული რენდერების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3.5 წლიანი გამოცდილება;
- 3Ds max, V-ray პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- Adobe Photoshop-ის ცოდნა ვიზუალიზაციის პოსტ-პროდაქშენისთვის;
- აუცილებელია ვიდეო რენდერინგის ცოდნა;
- ფოტომონტაჟის ცოდნა და After Effects-ის ან Premiere Pro-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია AI ფუნქციების ცოდნა, როგორიცაა Kling, Tripo/Mesh.io.
აუცილებელია პორტფოლიოს ატვირთვა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.