8,791 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FP3K95JW გამოქვეყნდა 21 სექ 26 ნახვა

NMG ჯგუფი

NMG ჯგუფი

უმცროსი იურისტი

NMG ჯგუფი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ. მრევლიშვილის 2 ნომერი.
  • გრაფიკი: 09:00-18:00 სთ, ორშაბათი-პარასკევი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • წარმომადგენლობა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოში;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (მათ შორის ხელშეკრულებების, სარჩელების, საჩივრების, აქტები, განცხადებები და სხვა) შედგენა/განხილვა/ შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საჭიროებისამებრ, სასამართლო/სააღსრულებო პროცესთან დაკავშირებული საქმის მასალების მომზადება და დავების წარმოებაში მონაწილეობა; საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების გაცნობა და რეაგირება.კომპანიისა და მისი შვილობილი კომპანიების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა სამუშაოების შესრულება;
  • დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება და სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის მიწოდება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი, მაგისტრი, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია იურისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულებით);
  • საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სახელმწიფო სერვისების პროგრამების ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე;
  • კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დინამიკურ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ 200050675 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ 200050675 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
NMG ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა