8,621 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FPEX9MG6 გამოქვეყნდა 16 სექ 1 ნახვა

ავტო იმპორტ ჯორჯია

ავტო იმპორტ ჯორჯია

ლოგისტიკის კოორდინატორი

ავტო იმპორტ ჯორჯია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾500 / თვეში ბოლო ვადა: 17 ოქტ

"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: კორეა, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.

ზოგადი უპირატესობა:

  • ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
  • ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
  • ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების მიღებიდან მათ მოწესრიგებასა და მომხმარებლისთვის გადაცემამდე პროცესის ეფექტურ კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოს ტერიტორიაზე ავტომზიდის შემოსვლის შემდეგ მძღოლთან კომუნიკაცია და ავტომზიდის მიღების პროცესის კოორდინაცია;
  • ავტომობილების დაცლისთვის ოპტიმალური და ბიუჯეტური ლოკაციის მოძიება და შესაბამისი საკითხების ორგანიზება;
  • ავტომზიდის მიღებისა და ავტომობილების დაცლის პროცესის ორგანიზება;
  • ავტომობილების განფუთვა (საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური დათვალიერება და დაზიანებების დაფიქსირება სადაზღვევო პროცესისთვის;
  • ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
  • მძღოლისგან მიღებული დოკუმენტების დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
  • სანომრე ნიშნების დახარისხება და ავტომობილებზე განთავსება/დამაგრება;
  • ავტომობილების რეცხვისა და დასტიკერების პროცესის ორგანიზება;
  • მოწესრიგებული ავტომობილების მარკეტინგის გუნდისთვის დროული ჩაბარების კოორდინაცია;
  • მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია ავტომობილების მზადყოფნის შესახებ;
  • ავტომობილებისა და გასაღებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • მომხმარებლების დახვედრა და ავტომობილების გადაცემის პროცესის ორგანიზება;
  • შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილების სტატუსების შესახებ დროული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა, რადგან პოზიცია მოიცავს ძირითადად რუსულენოვან მძღოლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული;
  • სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა;
  • ავტომზიდის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორს მიეწოდება წინასწარ;
  • პოზიცია მოითხოვს მობილურობას და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილებას.
  • ანაზღაურება: 500 ლარი თითო სრულად ორგანიზებულ და დასრულებულ ავტომზიდზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "იმპორტის კოორდინატორი"

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ავტო იმპორტ ჯორჯია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა