ლოგისტიკის კოორდინატორი
"ავტო იმპორტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.
ინფორმაცია კომპანიის შესახებ:
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების იმპორტი საქართველოში. ასევე აწარმოებს ექსპორტს და რეექსპორტს. ძირითადი ქვეყნებია: კორეა, ჩინეთი, ამერიკა, იაპონია და ევროპის ქვეყნები, კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 40 თანამშრომელი. კომპანია, მუშაობს როგორც B2C, ასევე B2B გაყიდვებზე.
ზოგადი უპირატესობა:
- ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია სამხრეთ კორეიდან.
- ყველაზე მსხვილი, კორეული მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Autowini.com-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
- ყველაზე მსხვილი, ჩინური მეორადი ავტო სავაჭრო ონლაინ პლატფორმის, Guazi.com- ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილების მიღებიდან მათ მოწესრიგებასა და მომხმარებლისთვის გადაცემამდე პროცესის ეფექტურ კოორდინაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- საქართველოს ტერიტორიაზე ავტომზიდის შემოსვლის შემდეგ მძღოლთან კომუნიკაცია და ავტომზიდის მიღების პროცესის კოორდინაცია;
- ავტომობილების დაცლისთვის ოპტიმალური და ბიუჯეტური ლოკაციის მოძიება და შესაბამისი საკითხების ორგანიზება;
- ავტომზიდის მიღებისა და ავტომობილების დაცლის პროცესის ორგანიზება;
- ავტომობილების განფუთვა (საჭიროების შემთხვევაში), ვიზუალური დათვალიერება და დაზიანებების დაფიქსირება სადაზღვევო პროცესისთვის;
- ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
- მძღოლისგან მიღებული დოკუმენტების დახარისხება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
- სანომრე ნიშნების დახარისხება და ავტომობილებზე განთავსება/დამაგრება;
- ავტომობილების რეცხვისა და დასტიკერების პროცესის ორგანიზება;
- მოწესრიგებული ავტომობილების მარკეტინგის გუნდისთვის დროული ჩაბარების კოორდინაცია;
- მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია ავტომობილების მზადყოფნის შესახებ;
- ავტომობილებისა და გასაღებების შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
- მომხმარებლების დახვედრა და ავტომობილების გადაცემის პროცესის ორგანიზება;
- შესრულებული სამუშაოებისა და ავტომობილების სტატუსების შესახებ დროული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული ენის ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა, რადგან პოზიცია მოიცავს ძირითადად რუსულენოვან მძღოლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი საორგანიზაციო და კომუნიკაციის უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- პრობლემურ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი;
- ავტომობილის მართვის მოწმობა — აუცილებელი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: ფიქსირებული სამუშაო საათები არ არის განსაზღვრული;
- სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია ავტომზიდების ჩამოსვლის დროზე. შესაბამისად, კანდიდატს უნდა შეეძლოს ავტომზიდის მიღებისა და დაცლის პროცესში საჭირო დროს ჩართვა;
- ავტომზიდის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორს მიეწოდება წინასწარ;
- პოზიცია მოითხოვს მობილურობას და სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილებას.
- ანაზღაურება: 500 ლარი თითო სრულად ორგანიზებულ და დასრულებულ ავტომზიდზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოგზავნოთ მითითებულ ელფოსტაზე. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "იმპორტის კოორდინატორი"
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.