8681 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

FRZW9TFV გამოქვეყნდა 7 სექ 7 ნახვა

საქართველოს კარიტასი

საქართველოს კარიტასი

თანასწორ განმანათლებელი

საქართველოს კარიტასი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას თანასწორ განმანათლებელის თანამდებობაზე.

პროგრამა/პროექტი: ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტი

დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.

ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის

ხანგრძლივობა: სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო მიზანი:

ინკლუზიური განათლების პროცესში სკოლის მოსწავლეების თანამონაწილეობის გაზრდა, თანასწორ განმანათლებლის სისტემის დანერგვის გზით: საქართველოს კარიტასის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამიზნე სკოლებში, მოსწავლეების შერჩევა, შერჩეული კანდიდატების ჩართვა ინკლუზიურ განათლებაზე თემების მომზადების პროცესში, სკოლაში ინკლუზიური განათლების საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, მოსწავლეებისთვის პრეზენტაციის და "აქტიური მოსწავლის" ტექნიკების სწავლება.

სამუშაო ვალდებულებები:

** პროგრამის გუნდთან ერთად თანასწორ განმანათლებლის მოდელის შექმნა;

** საპილოტე სკოლებში ინკლუზიური განათლებისა და თანასწორ განმანათლებლის პროგრამის წარდგენა;

** მოხალისე მოსწავლეების შერჩევა და თანასწორ განმანათლებლად მომზადება;

** მოსწავლეებთან ერთად თანასწორ განმანათლებლების აქტივობების გეგმის შედგენა;

** მოსწავლეების დახმარება პრეზენტაციებისა და აქტივობების განხორციელების პროცესში;

** მასწავლებლების (დამრიგებლის, საგნის მასწავლებლის) ჩართულობის ხელშეწყობა თანასწორ განმანათლებლის დანერგვის პროცესში;

** პროექტის წარმატებებისა და გამოწვევების პრეზენტაცია პროგრამის ჯგუფთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება, გამოცდილება, უნარები:

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლება, პრიორიტეტულია ინკლუზიური განათლება, ფსიქოლოგია ან მომიჯნავე სპეციალობები;

** სკოლის სივრცეში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;

** მოსწავლეებთან პრეზენტაციების, შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება;

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.

სასურველია და საჭირო უნარები:

** ინტერესი განათლების/ინკლუზიური განათლების სფეროს მიმართ;

** ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;

** დროის მართვის/საკუთარი განრიგის ორგანიზების უნარი;

** როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;

** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;

** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი;

** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;

** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;

** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა;

** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე:

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21.09.2026

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge; Caritas Georgia Official Facebook

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს კარიტასი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის