9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

FSPTHC99 გამოქვეყნდა 16 ოქტ 50 ნახვა

ინვენტარიზაციისა და შიდა კონტროლის ჯგუფის უფროსი

ავერსის კლინიკა გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ოქტ

შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციისა და შიდა კონტროლის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ სამუშაო გრაფიკი: სრული

თანამდებობის მიზანი:

კლინიკის მასშტაბით მატერიალური ფასეულობების, მარაგების, ძირითადი საშუალებებისა და ფულადი სახსრების ფაქტობრივი მდგომარეობის პერიოდული კონტროლის ორგანიზება, სისტემურ მონაცემებთან შედარება, გამოვლენილი სხვაობების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინვენტარიზაციისა და შიდა კონტროლის სამუშაოების პერიოდული გეგმის შედგენა და შესრულების კოორდინაცია;
  • კლინიკის განყოფილებებსა და ფილიალებში მარაგების გეგმური და საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური ინვენტარიზაციის ორგანიზება;
  • ფაქტობრივი ნაშთების შედარება პროგრამაში/აღრიცხვაში არსებულ მონაცემებთან;
  • გამოუყენებელი, ზედმეტი, ვადაგასული ან აღრიცხვაში არასწორად ასახული მარაგების გამოვლენა;
  • მარაგების დროული გახარჯვისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი;
  • სამეურნეო საწყობისა და ფილიალებში არსებული მარაგების პერიოდული კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალური აქტივების ფაქტობრივი არსებობის, ადგილმდებარეობისა და აღრიცხვის სისწორის შემოწმება;
  • კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, ინვენტარისა და სხვა აქტივების აღწერის პროცესის ორგანიზება;
  • სალაროებში ნაღდი ფულადი სახსრების გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება მაღალი რისკის ობიექტებზე, მათ შორის სისხლის ასაღებ პუნქტებსა და სხვა ადგილებზე, სადაც ფულადი ოპერაციები ერთ თანამშრომელზეა დამოკიდებული;
  • გამოვლენილი დანაკლისის, ზედმეტობისა და სხვა შეუსაბამობების დოკუმენტირება და მიზეზების მოკვლევა;
  • პასუხისმგებელი პირებისგან შესაბამისი განმარტებების მიღება;
  • მნიშვნელოვანი დარღვევებისა და რისკების შესახებ ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება;
  • ჩატარებული ინვენტარიზაციებისა და შემოწმებების შედეგების პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • გამოვლენილი პრობლემების გამოსწორების მიზნით შეთანხმებული ღონისძიებების შესრულების შემდგომი კონტროლი;
  • შიდა აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობა და მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება;
  • ინვენტარიზაციისა და შიდა კონტროლის სპეციალისტის საქმიანობის კოორდინაცია.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ინვენტარიზაციის, საწყობის კონტროლის, შიდა კონტროლის, აუდიტის ან მსგავს სფეროში;
  • სასურველია მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობისა და შეუსაბამობების აღმოჩენის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრინციპულობა და ობიექტურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ანგარიშის მომზადების უნარი;
  • კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის მაღალი სტანდარტი.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/TU7mW

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ მონაცემების წარდგენა, გულისხმობს სუბიექტის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიის განთავსებიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთან, ამავე ვადის განმავლობაში ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს"; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრება შპს "სელფ.ჯი" (ს/ნ: 405373714), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნეს გიდი

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი - ისნის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

სივრცის კონსულტანტი 1/2 განაკვეთი - ვარკეთილის ს/ც 2

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტი (ეტაპი II) - ზესტაფონის ს/ც 1

ახალი
თიბისი თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა