პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

G1G8EED6 გამოქვეყნდა 3 ნოე 20 ნახვა

მძღოლებისა და დისპეტჩერების ოპერაციების კოორდინატორი

Caucasus Horizon გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

ვაკანსია — მძღოლებისა და დისპეტჩერების ოპერაციების კოორდინატორი

"Caucasus Horizon" — ნიუ-იორკში მოქმედი სამედიცინო ტრანსპორტირების კომპანია ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს სრული განაკვეთით.

ჩვენი კომპანია ემსახურება "Medicaid"-ის პროგრამის ბენეფიციარებს და აერთიანებს 100-ზე მეტ მძღოლსა და დისპეტჩერთა გუნდს. საქმიანობის გაფართოებასთან ერთად ვეძებთ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლებისა და დისპეტჩერების ყოველდღიური სამუშაო პროცესების კოორდინაციას.

ძირითადი მოვალეობები:

დისპეტჩერების მართვა

  • დისპეტჩერების სამუშაო საათების აღრიცხვა და ყოველკვირეული
  • მომდევნო კვირის სამუშაო გრაფიკის შედგენა.
  • მძღოლების პირადი ფაილებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • ახალი თანამშრომლების მიღებისა და თანამშრომლობის დასრულების პროცესის ადმინისტრირება.

მძღოლებთან მუშაობა

  • თითოეულ მძღოლთან დაკავშირება და მომდევნო დღის სამუშაო საათების დადასტურება.
  • მძღოლების სამუშაო განრიგის შედგენა და მოთხოვნა.
  • ახალი მძღოლებისთვის ავტომობილის გაქირავების პროცესში დახმარება.
  • მძღოლების კმაყოფილების ყოველკვირეული გამოკითხვების ჩატარება და შედეგების შეჯამება.
  • მძღოლების მონაცემთა ბაზის განახლება და არააქტიურ მძღოლებთან დაკავშირება მათი საქმიანობის განახლების მიზნით.
  • მძღოლების პირადი ფაილებისა და დოკუმენტაციის მართვა, ახალი მძღოლების რეგისტრაცია და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება.
  • ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაეკისრება დამატებითი საოპერაციო და ადმინისტრაციული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ოპერაციების მართვის, დაგეგმვის, HR ადმინისტრირების.
  • მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სატელეფონო კომუნიკაციის კარგი უნარები.
  • Google Sheets-ის ან Microsoft Excel-ის ცოდნა.
  • დოკუმენტებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა.
  • დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

  • დასაქმება: სრული განაკვეთი (Full-Time).
  • სამუშაო დღეები და საათები: მოლაპარაკებადი.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით და საქმის შესრულების მიხედვით.
  • სამუშაო ადგილი: შესაძლებელია ოფისი / დისტანციური / ჰიბრიდული.

დაინტერესების შემთხვევაში: გამოაგზავნეთ თქვენი CV და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა