8,951 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

G6T04EVW გამოქვეყნდა 23 სექ 5 ნახვა

Hash Bank

Hash Bank

სისტემური ანალიტიკოსი

Hash Bank გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ოქტ

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის დასახელება: სისტემური ანალიტიკოსი (ინტერნეტბანკის გუნდი)
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება და ანალიზი დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders) კომუნიკაციის გზით;
  • ფუნქციური და არაფუნქციური მოთხოვნების, სამუშაო პროცესების (workflows) და ბიზნეს წესების დეტალური დოკუმენტირება;
  • UML და BPMN დიაგრამების გამოყენება ბიზნეს პროცესებისა და სისტემური ურთიერთობების ვიზუალური წარმოდგენისთვის;
  • ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობა ეფექტური სისტემური გადაწყვეტილებების დაგეგმვისა და დიზაინისთვის, მათ შორის სექუენს დიაგრამების შექმნა;
  • სატესტო სცენარების შემუშავება და ტესტირების პროცესში მონაწილეობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის ხარისხი და მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • პროექტის მიმდინარეობისას ბიზნეს და ტექნიკურ გუნდებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ახალი სისტემების დანერგვისა და არსებული სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება, რომელიც აუცილებელია პოზიციის მიზნის შესრულებისთვის;

გამოცდილება:

  • სისტემების ანალიზისა და დიზაინის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
  • ბიზნეს პროცესების მოდელირება და დოკუმენტირება BPMN სტანდარტების გამოყენებით;
  • UML დიაგრამების (მათ შორის სექუენს დიაგრამების) შექმნის და მათი გამოყენების უნარი; ** Agile/Scrum და Waterfall მეთოდოლოგიების ცოდნა;
  • API-ებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ., Postman-ის ან Swagger-ის გამოყენებით);
  • SQL-ის ცოდნა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დოკუმენტირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგალითად, Jira, Confluence);
  • ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ვერბალური); დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • crum-ის სერტიფიკატები (მაგ., PSPO, PSM);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
  • გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ანალიტიკოსის, ბიზნეს ანალიტიკოსის ან მსგავს პოზიციაზე.
  • საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი, 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: სისტემური ანალიტიკოსი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა