საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი
"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.
"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 70-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე გუდაურში:
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტუმრებისთვის ბარათების მომზადება და გაცემა;
- არსებულ პროგრამაში ბარათების მოქმედების ვადების ცვლილება და შესაბამისი ინფორმაციის განახლება;
- სტუმრებისა და მობინადრეების კითხვებზე პასუხის გაცემა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრებთან და მობინადრეებთან სატელეფონო/წერილობითი კომუნიკაცია;
- შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური ან საოპერაციო პრობლემების შესახებ, პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის სიზუსტისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები: ელექტრონულ ფოსტასთან და პროგრამებთან მუშაობა;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, ყოველ მესამე დღეს 24 საათიანი ცვლა;
- ანაზღაურება: 1500 ლარი + კვების თანხა, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
- სამუშაო ადგილი: გუდაური, ნეო გუდაური.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი გუდაურში".
კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.