საბროკერო მიმართულების მენეჯერი
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას საბროკერო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უძრავი ქონების სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** საბროკერო კომპანიებთან/ბროკერებთან ურთიერთობა, საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება
** საბროკერო კომპანიების/ბროკერების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** საბროკერო კომპანიების/ბროკერების მიერ გადმომისამართებული კლიენტების აღრიცხვა
** დაინტერესებულ კლიენტებთან კომუნიკაცია და ხელშეკრულების გაფორმება
** CRM-ში ინფორმაციის შეყვანა და აღნიშნული მონაცემების კონტროლი/განახლება
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, 30 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.