გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GGX2F546 გამოქვეყნდა 30 ოქტ 66 ნახვა

კაფის მენეჯერი

Kopi გარე განცხადება
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი

"კოპი" ეძებს კაფის მენეჯერს.

"Kopi" — არის სივრცე, სადაც განსაკუთრებული ყავა, დიზაინი და თანამეგობრობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით და ვავრცელებთ Specialty ყავის კულტურას ბათუმში, ყველასთვის, ვისთვისაც ყავა ნიშნავს უფრო მეტს — შთაგონებას, რიტუალს და სიამოვნებას.

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ყავა და სურს ყავაზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობა. მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კაფის ყოველდღიურ მართვაზე, გუნდის გამართულ მუშაობასა და მომსახურების ხარისხზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კაფის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და კონტროლი, თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;
  • გუნდის კოორდინაცია, სამუშაო გრაფიკების შედგენა და მართვა;
  • თანამშრომლების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში დახმარება;
  • მომსახურების ხარისხისა და შიდა სტანდარტების დაცვის კონტროლი;
  • საკვების, სასმელების, სამუშაო სივრცეებისა და დარბაზის ჰიგიენის კონტროლი დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მარაგებისა და პროდუქტების ვარგისიანობის ვადების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა;
  • მომწოდებლებისგან შეკვეთების მიღება და შემოწმება, მომხმარებლის შეკვეთების მომზადებისა და გაცემის კოორდინაცია;
  • ყოველთვიური ინვენტარიზაციის ორგანიზება და მარაგების რეგულარული აღრიცხვა;
  • Poster POS-ში კერძების, სასმელების, ინგრედიენტებისა და რეცეპტურების მართვა;
  • ბუღალტრებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება;
  • სტუმრების უკუკავშირზე რეაგირება და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება;
  • დამფუძნებლებთან რეგულარული ანგარიშგება და სამუშაო პროცესების გაუმჯობესება.

რას ველით შენგან

  • ყავის სიყვარულსა და სურვილს, მეტი გაიგო ყავის შესახებ;
  • გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარს;
  • პასუხისმგებლობის გრძნობას, დეტალების მიმართ ყურადღებასა და ინიციატივას;
  • სტუმრებთან, გუნდთან და პარტნიორებთან ეფექტურ კომუნიკაციას;
  • კაფის ან რესტორნის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლერმონტოვის 8; გრაფიკი: კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით "მენეჯერი" შემდეგ ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა