გერმანულენოვანი გიდი
შემომყვანი ტურისტული კომპანია Travelogia - "თრეველოგია" ეძებს გერმანულენოვან გიდებს.
გთავაზობთ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას 2027-2028 წლების ტურისტული სეზონისთვის. მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ როგორც გამოცდილ გიდებთან, ისე დამწყებ კანდიდატებთან და პირებთან, რომლებსაც გიდობის სფეროში განვითარება სურთ.
ძირითადი მოვალეობები:
- გერმანულენოვანი ტურისტული ჯგუფების გიდობა საქართველოში;
- ტურის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებისა და ვიზიტების ორგანიზებულად წარმართვა;
- ტურისტებისთვის საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1);
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას 2027-2028 წლების სეზონზე;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილების არმქონე კანდიდატებისთვის, წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს გიდის პროფესიული კურსის გავლას.
- ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, გამოცდილებასა და საბაზრო ფასზე დაყრდნობით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი მოტივაცია აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შესახებ, ელფოსტაზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.