დერმატოლოგ-ვენეროლოგი
"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში.
"ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას დერმატოლოგ-ვენეროლოგის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N40
ძირითადი მოვალეობები
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
- პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
- ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
ვაკანსიის მოთხოვნები
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი დერმატო-ვენეროლოგიაში;
- სასურველია ბაზისური გულფილტვის რეანიმაცია (BLS) ვალიდური სერტიფიკატი;
- აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ.
"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!