8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GMQRVYBZ გამოქვეყნდა 25 აგვ 5 ნახვა

სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი/ფრონტი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾500–800 / თვეში ბოლო ვადა:

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: ქ.თბილისი, რ. ლაღიძის N8 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -18:00, შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: - დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში; - ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით; - დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; - განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში; - დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

რას ვითხოვთ: - უმაღლესი სამედიცინო განათლება; - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - სასურველია უცხო ენების ფლობა (მინიმალური დონე B1/B2); - სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო/სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე;

რას გთავაზობთ: - საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; - მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; - ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; - პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ულიმიტო სასაუბრო დროს; - გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); - კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; - ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FFCVt

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა