9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

GN7ST3N9 გამოქვეყნდა 13 ოქტ 48 ნახვა

ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი - მოხალისე

ერთად შევცვალოთ სამყარო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 14 ნოე
ფორმა · განცხადებაში

საქველმოქმედო ფონდი "ერთად შევცვალოთ სამყარო" ეძებს გუნდის ახალ წევრს ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ფონდის შესახებ

ჩვენი ფონდის საქმიანობა მთლიანად ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება - მედიკამენტებისა და ოპერაციების დაფინანსების გზით.

ფონდის ყველა პროცესსა და აქტივობას მოხალისეები მართავენ. ჩვენ არ გვაქვს საოპერაციო ხარჯები: არავინ იღებს ხელფასს, არ ვფარავთ მივლინების ხარჯებს და არ ვყიდულობთ მომსახურებებს. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციულ ხარჯებს თავად მოხალისეები საკუთარი სახსრებით აფინანსებენ.

ეს ნიშნავს, რომ შემოწირულებების 100% ბავშვების დახმარებას ხმარდება.

ფონდის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.changetheworld.ge/about

ვის ვეძებთ?

ვეძებთ ემპათიურ, ყურადღებიან და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეუძლია მათი საჭიროებების მოსმენა და სურს საკუთარი დრო და ენერგია ბავშვების დახმარებას მოახმაროს.

თუ შეგიძლია ადამიანებთან გულწრფელი კომუნიკაცია, გსიამოვნებს პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და გინდა გახდე იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობის მიღებაში ეხმარება, შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური;
  • დატვირთვა: დღეში საშუალოდ 1 საათამდე;
  • გრაფიკი: მოქნილი, თავსებადი სწავლასთან ან ძირითად სამსახურთან;
  • ანაზღაურება: მოხალისეობრივი, ანაზღაურების გარეშე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

  • დახმარების მსურველი ბავშვების მშობლებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან პირველადი კომუნიკაცია;
  • ოჯახების საჭიროებების მოსმენა და ბენეფიციარების შესახებ ძირითადი ინფორმაციის შეგროვება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის, დიაგნოზის, მკურნალობის გეგმისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მოთხოვნა და შეგროვება;
  • მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მოწესრიგება, სისრულის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა;
  • ბენეფიციარის საჭიროებების იდენტიფიცირება და ფონდის გუნდთან ერთად დახმარების შესაძლებლობების განხილვაში მონაწილეობა;
  • ბენეფიციარებისთვის ფონდის მუშაობის პროცესისა და დახმარების მიღების ეტაპების გასაგებად ახსნა;
  • ბენეფიციარებთან რეგულარული კომუნიკაცია და მათი ინფორმირება განაცხადის განხილვისა და დახმარების პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
  • ბენეფიციარების პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ფონდის სხვა მოხალისეებთან თანამშრომლობა, რათა ბავშვების დახმარების პროცესი იყოს ორგანიზებული, გამჭვირვალე და ეფექტიანი.

რას ველით შენგან?

  • ემპათიასა და გულისხმიერებას;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერებას;
  • ორგანიზებულობას, მოთმინებასა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარს;
  • გულწრფელ სურვილს, საკუთარი დრო და შესაძლებლობები ბავშვების დახმარებას მოახმარო.

ჩვენ გთავაზობთ

უპირველეს ყოვლისა, ბევრ სითბოს, სიყვარულსა და ბენეფიციარების მადლიერებით სავსე უკუკავშირს.

ასევე, მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოს, სადაც შეძლებ ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მომენტებში დახმარების გაწევას, რეალური პასუხისმგებლობის აღებას და საქველმოქმედო საქმიანობის სრულ პროცესში მონაწილეობას.

შენი ერთი ზარი, ყურადღებით მოსმენილი ისტორია და დროულად გაწეული დახმარება შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს ბავშვის მკურნალობისკენ.

რას გაძლევს მოხალისეობა?

  • სოციალური გავლენა;
  • პრაქტიკული გამოცდილება;
  • პროფესიული განვითარება;
  • ახალი კავშირები;
  • რეკომენდაცია;
  • პიროვნული გამოცდილება.

როგორ შემოგვიერთდე?

თუ გინდა, რომ შენი ყურადღება, გულისხმიერება და კომუნიკაციის უნარები ბავშვების დახმარებას მოახმარო, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის სათაურში მიუთითე: "ბენეფიციარებთან კომუნიკაციის მენეჯერი (მოხალისე)".

ერთად შევცვალოთ სამყარო - ერთი საუბრით, ერთი კეთილი საქმით, ერთი ბავშვის უკეთესი მომავლით!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა