8446 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

GWPY8EQA გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

HR სპეციალისტი

ავერსი-ფარმა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე, ადმინისტრირების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვა; ** საკადრო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად; ** შრომითი ხელშეკრულებების, საკადრო გადაადგილებების, სახელფასო ტაბელებისა და სხვა საკადრო დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** პერსონალის შესახებ ინფორმაციის შესაბამის ბაზებსა და პროგრამებში ადმინისტრირება; ** თანამშრომლებისთვის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა; ** თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებთან დროული და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** შვებულებების, ბიულეტენების, დეკრეტული შვებულებებისა და სხვა გაცდენების ადმინისტრირება; ** ახალი სერვისებისა და პროექტებისთვის საშტატო განრიგის მომზადებაში მონაწილეობა; ** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების დროულად და ზუსტად მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი შესაბამისი სამუშაო გამოცდილება; ** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა; ** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია HR პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** სამუშაო განაკვეთი: სრული.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 00 29 87

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 23.09.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/zPR0XbaQFp

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ავერსი-ფარმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის