ტუტორი
სკოლა ახალ თაობაში ცხადდება ვაკანსიას ტუტორის პოზიციაზე.
ანაზღაურება შეთანხმებით.
ფუნქცია - მოვალეობები : - მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად; - სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა - საჭიროების შემთხვევაში ჩაუტაროს მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობებიი - კონსულტაციები. - როგორც სკოლის ადმინისტრაციას, ასევე მშობლებს მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის შესახებ და უზრუნველყოს მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვა; - უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე; - იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე; - მონაწილეობა მიიჭოს დაგეგმილ აქტივობებში; - დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდის და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან; - დაესწროს კათედრის და პედაგოგიური საბჭოს სხდომებს, მშობელთა კრებებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები : - კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; - შესაბამისი უმაღლესი განათლება; - კანდიდატს უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; - შეეძლოს გაკვეთილების დაგეგმვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; - საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები: - თავაზიანი; - ენერგიული; - ორგანიზებული; - გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი; - პასუხისმგებლიანი; - შრომისმოყვარე; - კომუნიკაბელური; - პუნქტუალური;
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია (დასაქმების შემთხვევაში) : - პირადობის მოწმობის ასლი; - ავტობიოგრაფია/ CV; - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (ატესტატი, დიპლომი) - ფოტოსურათი ¾-ზე; - კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; - სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი; - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერთიფიკატი. - ცნობა ნასამართლეობის შესახებ; - ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ; - უფლების ჩამორთმევის შესახებ; - ჯანმრთელობის ცნობა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და შეგიძლიათ დარეკოთ (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.