8300 активных вакансий
← Все вакансии

GY673TQR Опубликовано 27 авг 2 просмотров

სტაჟირება იურიდიულ სამსახურში

გრინვეი საქართველო via jobs.ge
Тбилиси Стажировка Юриспруденция
По договорённости Приём откликов до

სს "გრინვეი საქართველო" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. "გრინვეის" პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ სამსახურში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 14ა სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00-18:00 საათამდე; სტაჟირების პერიოდი: 4 თვე (შემდგომი დასაქმების პერსპექტივით);

სტაჟირების პერიოდში თქვენ აქტიურად ჩაერთვებით:

** კომპანიის იურიდიულ საქმიანობაში; ** მოამზადებთ სამართლებრივ დოკუმენტებს; ** შეიმუშავებთ რეკომენდაციებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით; ** საქართველოს სამოქალაქო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და შრომის კოდექსის ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია B2/C1 დონეზე); ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სამართლებრივი დოკუმენტაციის გამართულად და ლოგიკურად შედგენის უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები;

** დარწმუნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად გადანაწილების უნარი; ** პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა; ** კოლეგიალურობა და გუნდში მუშაობის უნარი; ** შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

შერჩევის ეტაპები:

** პროფესიული ტესტირება; ** გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟიორი იურიდიულ სამსახურში;

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: info@gwg.ge მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

Пожаловаться

О работодателе
გრინვეი საქართველო
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно