მიმტანი
შპს "ლინჩი", რესტორანი "ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ხიდის ქ. 1 (დედაენის ბაღი) უშუალო ხელმძღვანელი: სერვისის მენეჯერი
სამუშაოს მიზანი:
მიმტანის სამუშაოს მიზანია სტუმრებისთვის სწრაფი, თავაზიანი და სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს მათი კმაყოფილების და ლოიალობის ზრდას. იგი პასუხისმგებელია მომსახურების სივრცეების მოწესრიგებაზე, მენიუს სრულყოფილად ცოდნასა და შეკვეთების სწორად შესრულებაზე, რაც პირდაპირ აისახება სტუმრის საერთო გამოცდილებაზე.
ანგარიშვალდებულია: შპს "ლინჩის" დირექტორის და სერვისის მენეჯერის წინაშე.
აღნიშნული გულისხმობს ანგარიშვალდებული პირების მიერ დასაქმებულის მიმართ დავალებების/ინსტრუქციების მიღების უფლებამოსილებას და დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარებას დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისად.
სამუშაო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში;
- ქართული და ინგლისური ენების ფლობა;
- იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;
ძირითადი მოვალეობები:
1. უზრუნველყოს რესტორნის სივრცის მომზადება სამუშაო დღის დასაწყისში - მარაგის შევსება, ტერიტორიის ვიზუალური მოწესრიგება; 2. სამუშაოს დაწყებამდე გადაამოწმოს სამზარეულოში არსებული იმ დღის STOP/START პოზიციები და გაუზიაროს ეს ინფორმაცია კოლეგებს; 3. ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას რესტორნის მენიუს შესახებ, მათ შორის ყველა საკვების და სასმელის ინგრედიენტებზე და ალერგენებზე; 4. დაიცვას კომპანიის უნიფორმის სტანდარტები - გამოცხადდეს სუფთად და მოწესრიგებულად, სრულად შეესაბამებოდეს ვიზუალური ეტიკეტის მოთხოვნებს; 5. სტუმრებს მოემსახუროს სწრაფად, თავაზიანად და კომპანიის სტანდარტების სრული დაცვით; 6. გაწეული მომსახურების შემდეგ მოიპოვოს სტუმრის უკუკავშირი და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს უშუალო ხელმძღვანელს; 7. გაყიდვების ტექნიკების გამოყენებით მოახდინოს მენიუში არსებული კერძებისა და სასმელების აქტიური შეთავაზება; 8. შეინარჩუნოს სიფხიზლე და ყურადღება სტუმრების გამოხმაურებების მიმართ, გააკეთოს სწორი რეაგირება და დროულად აცნობოს ცვლაზე პასუხისმგებელ პირს; 9. უარყოფითი კომენტარის შემთხვევაში იმოქმედოს ოპერატიულად - მოახდინოს სათანადო რეაგირება ან ჩართოს მენეჯერი; 10. ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, რათა პრობლემის გადაჭრა არ შეფერხდეს ოპერაციაში; 11. ჯავშნების არსებობისას უზრუნველყოს სტუმართა სწორად განთავსება მაგიდებზე, კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად; 12. შეინარჩუნოს პროფესიული და კოლეგიალური ურთიერთობა ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან - სამზარეულო, ბარი, ადმინისტრაცია; 13. აკონტროლოს შეკვეთების სისტემაში ასახვა და გადახდის სისწორე - დარწმუნდეს, რომ ყველა ანგარიში დაფარულია ნაღდი ფულით, ბარათით ან დარიცხვით; 14. დასრულებული სერვისის შემდეგ შეავსოს და მოწესრიგებულად დატოვოს მაგიდები; 15. რესტორნის დახურვამდე უზრუნველყოს სივრცის სრული მოწესრიგება - მაგიდების წმენდა, სკამების გასწორება, განათების და მუსიკის გამორთვა; 16. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს შეასრულოს სისტემური/დახურვის პროცედურები კომპანიის სტანდარტების სრული დაცვით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელ-ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.