9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

H9PKEZPF გამოქვეყნდა 8 ოქტ 36 ნახვა

თბილისი სრული განაკვეთი სამართალი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორაციის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კორპორაციისა და მისი შვილობილი საწარმოებისათვის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
  • კორპორაციის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კორპორაციის მიერ განსახორციელებელი ბიზნესის მხარდამჭერი აქტივობების სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
  • კორპორაციის საქმიანობის ფარგლებში დასადები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების, მემორანდუმის პროექტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • კორპორაციის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე მესამე პირებთან (მათ შორის, მოქალაქეებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან) ურთიერთობებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადება;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) - იურიდიული მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება:

  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • კორპორაციული მართვისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კომპეტენცია;
  • კორპორაციული სამართლის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა;
  • სამართლებრივი კვლევების ჩატარების უნარი;
  • საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • მაღალი ანალიტიკური უნარები;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი;

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი;

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა