იურისტი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს იურისტის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორაციის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კორპორაციისა და მისი შვილობილი საწარმოებისათვის "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება;
- კორპორაციის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მხარდაჭერა;
- კორპორაციის მიერ განსახორციელებელი ბიზნესის მხარდამჭერი აქტივობების სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
- კორპორაციის საქმიანობის ფარგლებში დასადები ადგილობრივი თუ საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების, მემორანდუმის პროექტების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
- კორპორაციის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე მესამე პირებთან (მათ შორის, მოქალაქეებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან) ურთიერთობებში;
- კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადება;
- საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) - იურიდიული მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება:
- იურისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- კორპორაციული მართვისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების კომპეტენცია;
- კორპორაციული სამართლის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა;
- სამართლებრივი კვლევების ჩატარების უნარი;
- საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- მაღალი ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი;
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.