9471 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

HC9VKECN გამოქვეყნდა 24 ოქტ 8 ნახვა

ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი

რედ ბული გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე

"რედ ბული" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი (BMM) ხელმძღვანელობს მარკეტინგულ აქტივობებს, რომელთა მიზანია ბრენდის ცნობადობის (top-of-mind awareness), ბრენდისადმი სიყვარულის, აქტუალურობისა და მოხმარების ზრდა, რაც საბოლოოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბრენდისადმი ერთგულების გაძლიერებას უწყობს ხელს. BMM-ები განასახიერებენ ჩვენს პირობას, "გლობალურ ბრენდს ადგილობრივი სახე მივცეთ": ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ ინოვაციურ ადგილობრივ ბრენდ-კამპანიებს და ზრუნავენ, რომ ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრის რანგში, თქვენ ჩაუდგებით სათავეში მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილობრივი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრენდს სიცოცხლეს შთაბერავს.

პასუხისმგებლობები, რომელსაც მოგანდობთ:

მომხმარებლის ინსაიტები:

  • კარგად გაიცანით მომხმარებელი და გახდით მისი ხმა ბრენდში: ადგილობრივი ინსაიტების, დემოგრაფიისა და ფსიქოგრაფიის ცოდნით მოახდინეთ გავლენა ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასა და მის განხორციელებაზე.
  • შექმენით ინკლუზიური და კულტურულად რელევანტური მარკეტინგული კომუნიკაციები და გამოცდილებები, რომლებიც ავთენტურად ასახავს ადგილობრივ თემებსა და მათ მრავალფეროვნებას.
  • მუდმივად გამოავლინეთ მომხმარებელთა განვითარებადი ტრენდები და შესაძლებლობები, რათა Red Bull-ის მარკეტინგმა მომხმარებლები ახალი და საინტერესო გზებით ჩართოს აქტივაციებში.

ბრენდ მარკეტინგი:

  • დაიცავით ბრენდის ღირებულება (brand equity) და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი ბრენდ-აქტივობები (ბრენდი, სპორტი, კულტურის პროექტები) გლობალურ სტრატეგიასა და სტანდარტებს შეესაბამება; ადგილობრივ გუნდებს გაუწიეთ უკუკავშირი და ქოუჩინგი.
  • შეიმუშავეთ და განახორციელეთ ინოვაციური, ინსაიტებზე დაფუძნებული 360° ადგილობრივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთა აქტივაციის გეგმები, რომლებიც ზრდის პროდუქტზე მოთხოვნას და ცნობადობას, აძლიერებს ბრენდის ღირებულებას, ჩართულობასა და აქტუალურობას და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
  • იქნებით პასუხისმგებელი კრეატიული მასალების შემუშავებაზე, ბრიფების წერასა და დამტკიცების პროცესზე იმ გამორჩეული მასალებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ნახავს მაღაზიებში, ონლაინ სივრცეში და ფილდზე.
  • უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და შექმენით ისეთი ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც "საუკეთესო კლასის" (best-in-class) შესრულებას უზრუნველყოფს.

ინიციატივები და გაყიდვების მხარდაჭერა:

  • ჩაუდექით სათავეში პროდუქტის ყველა ლონჩს და შეიმუშავეთ ფუნქციათაშორისი გეგმები ქვეყნის მასშტაბით.
  • დარწმუნდით, რომ ვიზუალური იდენტობა (look & feel) შესაძლებლობისას ადგილობრივ მარკეტინგულ მასალებს ეყრდნობა და ამავე დროს ადგილობრივ/გლობალურ კრეატიულ სტანდარტებს შეესაბამება.
  • გამოიყენეთ ადგილობრივი პროგრამები საცალო ქსელებში გაყიდვების გასაზრდელად.
  • უზრუნველყავით, რომ პროდუქტის სტრატეგია სწორად აისახოს ადგილობრივ ღონისძიებებზე: ღონისძიებებზე პროდუქტის განთავსების სქემები (planogram) შეათანხმეთ ინიციატივების გუნდთან და გეგმის სწორად შესასრულებლად ივენთ მენეჯერებთან იმუშავეთ.
  • გამოავლინეთ ადგილობრივი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგის გუნდმა გაყიდვის წერტილის მასალების (POS) შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს.
  • უზრუნველყავით POS სტრატეგიის სწორი შესრულება: ხელმძღვანელობდეთ ბაზრის ადგილობრივ ვიზიტებს, რეალურ დროში გაუზიარეთ უკუკავშირი დისტრიბუციის გუნდებს/ ითანამშრომლეთ გაყიდვების გუნდთან, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო მასალები და ინსტრუმენტები გაყიდვის წერტილში კომუნიკაციისთვის.
  • შეიმუშავეთ მოხმარების ოქეიჟენების სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის თანმიმდევრულობას, საუკეთესო შესრულებას და ბრენდისა და მოხმარების მდგრად ზრდას.
  • ითანამშრომლეთ Sports, Culture და Media Network გუნდებთან ბრენდ-ინიციატივების შედეგების გასაუმჯობესებლად.
  • შეიტანეთ წვლილი ბრენდ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბებაში: განსაზღვრეთ მკაფიო KPI-ები, სისტემატურად აკონტროლეთ შედეგები და კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გაუზიარეთ მიღებული გაკვეთილები.
  • ჩაუდექით სათავეში კამპანიების ადგილობრივად რელევანტურ სტრატეგიებად და შესრულების გეგმებად გარდაქმნას.

რეკლამა და კრეატივი:

  • გაუზიარეთ სარეკლამო გუნდს ადგილობრივი ინსაიტები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს სარეკლამო გეგმები.
  • გაუწიეთ კონსულტაცია მედია გეგმებსა და კრეატივებზე, რათა მედია მიქსი და კრეატივები ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს.
  • შეიმუშავეთ მკაფიო კრეატიული ბრიფები, რათა სააგენტოებმა მსოფლიო დონის კრეატიული პროდუქტი შექმნან.

ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება და ბრენდის სტანდარტები:

  • უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და "საუკეთესო კლასის" შესრულება.
  • განსაზღვრეთ ყველა კამპანიისთვის შესაბამისი და გაზომვადი მარკეტინგული მიზნები.
  • გულდასმით მართეთ ბრენდ მარკეტინგის ბიუჯეტები ქვეყნის მასშტაბით.
  • მუდმივად დააკვირდით კონკურენტების მარკეტინგულ აქტივაციებს და გაუზიარეთ ისინი გლობალური ბრენდ გუნდს.

გამოცდილება:

ცოდნისა და გამოცდილების სფეროები, რომლებიც ამ როლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

  • ბრენდ მარკეტინგის 4+ წლიანი გამოცდილება.
  • მყარი გამოცდილება მომხმარებლის მარკეტინგსა და საცალო აქტივაციაში, სასურველია FMCG გარემოში.
  • ციფრული და სოციალური მედიის პრაქტიკული ცოდნა.
  • ადგილობრივ ბაზრებზე სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
  • ბიუჯეტების მართვისა და ტრადიციული თუ არატრადიციული ბრენდ მარკეტინგის სტრატეგიებთან მუშაობის გამოცდილება.
  • პროექტების მართვის გამოცდილება იდეიდან განხორციელებამდე.
  • წარმატებული მუშაობა თანამშრომლობით და კრეატიულ გარემოში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა