გაყიდვების მრჩეველი
„ჯი-თი გრუპი“ ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.
კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მრჩეველის პოზიციაზე – BYD-ის მსუბუქი, ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216; სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - სასურველია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად; - MS Office - ის ცოდნა; - მართვის მოწმობის - B კატეგორია;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შოურუმში წარმოდგენილი ავტომობილების მახასიათებლების ცოდნა; - მომხმარებლის მომსახურების პროცესის მართვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; - შემოსულ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება, როგორც გასაყიდ ავტომობილზე, ისე არსებულ მომსახურეობასა და მოქმედ აქციებზე; - გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და მასზე მორგებული ავტომობილის შერჩევა-შეთავაზება, ტესტ-დრაივის დაგეგმვა, რეალიზაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტალური ნაწილის მოწესრიგება, მომხმარებლის ინფორმირება საგარანტიო პირობებზე, მომხმარებლისთვის ავტომობილის გადაცემა სათანადო მდგომარეობაში; - ავტომობილის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა პოტენციური მომხმარებლების მოძიების და მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზით; - ბაზარზე არსებული კონკურენტი კომპანიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის ცოდნა: ღირებულება, მახასიათებლები, სუსტი და ძლიერი მხარეების შედარებითი ანალიზი; - ავტომობილების მიღებაში მონაწილეობის მიღება (ვიზუალური დათვალიერება, დასაწყობების/პარკირების დაგეგმვა); - შესაკვეთი ავტომობილების განსაზღვრა/დაგეგმვა/შერჩევაში მონაწილეობის მიღება; - მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებში;
პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვის უნარი; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა; - გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.