მოლარე-მესტია
სს „საქართველოს ბანკის“საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარისთანამდებობაზე მესტიაში. პოზიციის მიზანიაფულადი ოპერაციების ოპერატიულად, ზუსტად და უშეცდომოდ წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის გზით.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ: · აწარმოებთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვისა და სამგზავრო და საბანკო ჩეკებთან დაკავშირებულ ფულად ოპერაციებს; · მიიღებთ დაზიანებულ კუპიურებს და აწარმოებთ მასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. · მოახდენთ ფულის და სალაროს დღიური საბუთების ფორმირებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება:უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები; სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების სფეროში მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება. აუცილებელი ცოდნა და უნარები: · კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; · ქართული-სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; · მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები; · კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად; · გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ: · ფიქსირებულ ანაზღაურებას და კომფორტულ სამუშაო ადგილს; · კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, მიუთითეთ რეგიონი და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 8 სექტემბერი, 2026.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.