9,005 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

HJY1R29W გამოქვეყნდა 23 სექ 4 ნახვა

თიბისი

თიბისი

მოლარე-ოპერატორი / ვალუტო - დღე/ღამის ცვლა

თიბისი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 23 ოქტ

სს "თიბისი“ აცხადებს ვაკანსიას: მოლარე-ოპერატორი / ვალუტო (დღე/ღამის ცვლა)

ადგილმდებარეობა: ქუთაისი მოქმედების ვადა: 07/10/2026 დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

ვალუტო - ეს არის თიბისის საცალო ლომბარდის ქსელი.

ვალუტოს ფილიალები მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

სამუშაოს აღწერა შენ, როგორც მოლარე-ოპერატორი/ლომბარდის შემფასებელი, უზრუნველყოფ : - კლიენტის ხარისხიან, ზუსტ, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას; - კლიენტთან თავაზიან, კეთილგანწყობილ და თბილ დამოკიდებულებას; - კლიენტთან გასაუბრებას, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობას; - უზრუნველყოფის შეფასებას; - ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმებას; - მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემას; - კრედიტის გაცემა-გაფორმებას შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში; - სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობი სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნებას; - ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვას. - სწრაფი გზავნილები გაგზავნა/განაღდებას - კონვერტაციებს

კვალიფიკაცია ველოდებით გამოხმაურებას თუ: - ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება - შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა, გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული - ხარ კომუნიკაბელური

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/B-Xyh

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა