Fina-ს ოპერატორი
კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას fina-ს ოპერატორის პოზიციაზე სათავო ოფისში, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია (მეტრო-სადგური სარაჯიშვილიდან)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დასვენება კვირაში 1 დღე. გრაფიკი: 10:00-17:45 (შესვენება 1 საათი) შაბათი: 10:00 17:00 სთ (შესვენება 1 საათი) ანაზღაურება: 1500 ლარი გამოსაცდელი ვადა 3 თვე
მოთხოვნა-მოვალეობები
- უმაღლესი განათლება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
- სავალდებულოა პროგრამა fina-ში გამოცდილება
- საბითუმო შეკვეთების მიღება, გაფორმება და საბუღალტრო/საოპერაციო პროგრამაში ასახვა
- მომხმარებლებისთვის ინვოისების მომზადება, გაფორმება და გაგზავნა კომპანიის მოქმედი პროცედურების შესაბამისად
- შეკვეთების სასაწყობე დეპარტამენტისთვის დროულად გადაცემა და მათი მომზადების პროცესის კოორდინაცია
- კომპანიის სხვადასხვა მიმართულების (ტექნიკა, დანადგარები, კაფსულა სახლები და სხვა) ყოველდღიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის