საწყობისა და მომმარაგებლის თანამშრომელი
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული-Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონში, სოფ. რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია აუზი, რესტორანი, ტერასა, საკონფერენციო სივრცეები და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული-Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და მომმარაგებლის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: რუისპირი, თელავი
ანაზღაურება: 1500 ლარი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, (40 საათიანი კვირა)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ: ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.
ძირითადი მოვალეობები:
** წინასწარ გაწერილი დღის გეგმის მიხედვით, საწყობში და სასტუმროში პროდუქციის მომარაგება და მარაგების კონტროლი;
** დისტრიბუციის მიერ მოტანილი პროდუქციის მიღება და ჩაბარება ზედნადების მიხედვით, დეპარტამენტებთან მიწოდება ან დასწაყობება;
** საწყობიდან მოთხოვნილი პროდუქციის გაცემა, აღრიცხვა და აღნიშნულის დოკუმენტურად ასახვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტის შეკვეთილი პროდუქციის ერთიანად თავმოყრა და მობილიზება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
პროფესიული მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია, შესაბამის პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა -B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
პერსონალური მოთხოვნები:
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე:
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30.09.2026.
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.