პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

HPV1R49S გამოქვეყნდა 3 ნოე 16 ნახვა

სარეკლამო გაყიდვების მენეჯერი

იბერია სტარ გრუპი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს "იბერია სტარ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას — გარე LED ეკრანის, სარეკლამო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შესაძლებელია სხვა საქმიანობასთან შეთავსება.

ქ. ქუთაისში, ილ. ჭავჭავაძის N67ბ-ში, სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ განთავსებული 90 მ² გარე LED სარეკლამო ეკრანისთვის ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.

პოზიცია გულისხმობს ეკრანზე სარეკლამო სივრცის გაყიდვას, ახალი დამკვეთების მოძიებასა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას.

ძირითადი მოვალეობები

  • პოტენციური დამკვეთების მოძიება და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
  • კომპანიებისთვის სარეკლამო პაკეტებისა და ინდივიდუალური შეთავაზებების წარდგენა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმების კოორდინაცია;
  • სარეკლამო სააგენტოებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
  • მიმდინარე კლიენტების მომსახურება და სარეკლამო კამპანიების განახლება;
  • რეკლამის მასალებისა და განთავსების ვადების შეთანხმება შესაბამის თანამშრომლებთან;
  • გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და გადახდების სტატუსის აღრიცხვა.

მოთხოვნები

  • გაყიდვების ან ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ინიციატივა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შეთანხმებული ამოცანებისა და ვადების დაცვა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • რეკლამის, მედიის ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება;
  • ქუთაისისა და იმერეთის ბიზნესგარემოს ცოდნა;
  • კომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებთან პროფესიული კონტაქტები.

სამუშაო პირობები

  • მოქნილი გრაფიკი და სხვა საქმიანობასთან შეთავსების შესაძლებლობა;
  • დისტანციური კომუნიკაციისა და დამკვეთებთან შეხვედრების კომბინაცია;
  • ანაზღაურება — შეთანხმებით, გაყიდვების შედეგებზე მიბმული ბონუსით;
  • ხანგრძლივი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ეკრანის ტექნიკური მომსახურება და ვიდეორგოლების დამზადება ამ პოზიციის ძირითად მოვალეობებში არ შედის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ. მიუთითეთ, რა დროს დაუთმობთ საქმიანობას და გაქვთ თუ არა სარეკლამო ან კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება.

განაცხადის სათაური: "LED ეკრანის გაყიდვების მენეჯერი"

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა