სტაჟიორი - პერსონალის მართვის დეპარტამენტი
სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს პერსონალის მართვის დეპარტამენტში სტაჟიორის (ანაზღაურებადი სტაჟირება — 2 ერთეული) შესარჩევად.
1. გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" პერსონალის მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებად სტაჟირებაზე — 2 ერთეულზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.
3. კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს:
- საქართველოს ორგანულ კანონს "საქართველოს შრომის კოდექსს";
- საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
- "თსუ"-ის პერსონალის მართვის დეპარტამენტის დებულებას.
4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ქართული ენის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook, აგრეთვე Internet-თან მუშაობის უნარი.
5. სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებსა და უნარებს:
- პუნქტუალურობა / ორგანიზებულობა;
- შესაბამის სფეროში თეორიული ცოდნის დონე;
- დავალების შესრულების ხარისხი;
- დავალების დადგენილ ვადაში შესრულება;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის კულტურა;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ტექნიკური უნარ-ჩვევები;
- ინიციატივის გამოვლენა;
- კრიტიკული აზროვნება / ანალიზის უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.
6. სტაჟიორის ფუნქცია-ვალდებულებებია:
- გაეცნოს პერსონალის მართვის დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას; კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
- გაეცნოს დეპარტამენტის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
- შეისწავლოს პერსონალის მონაცემების მართვის, განახლებისა და დამუშავების პროცესი სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (Excel, HRM სისტემა და ა.შ.);
- უზრუნველყოს პერსონალის პირადი საქმეების გაციფროვნება, სისტემატიზაცია, ფაილების დაჯგუფება და დაარქივება;
- შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებების პროექტები, ცნობები და სხვა;
- მონაწილეობა მიიღოს პერსონალის შესახებ მონაცემების შეტანა-განახლებაში: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში, "თსუ"-ის პერსონალის მონაცემთა ბაზასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესორ-მასწავლებელთა რეესტრში;
- მოამზადოს და წარადგინოს ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალება დანიშნულებისამებრ, ვადების დაცვით;
- მონაწილეობა მიიღოს "თსუ"-ის სტრუქტურული ერთეულებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან მოთხოვნილი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში;
- მოამზადოს, კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე წერილობითი პასუხები;
- გაუწიოს "თსუ"-ის პერსონალს სხვადასხვა მომსახურება მოთხოვნის შესაბამისად: ცნობების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად, კონსულტაციის გაწევა საჭირო საკითხებზე კომპეტენციის ფარგლებში, სარეგისტრაციო და სადაზღვევო ბარათების დამზადება-გადაცემა და ა.შ.;
- შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საქმიანობის სპეციფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
7. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2.1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
- ავტობიოგრაფია (CV);
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
- ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციაზე დაკავების შემთხვევაში).
8. სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 3 (სამი) თვით. ანაზღაურებადი სტაჟირების ოდენობა განისაზღვროს თვეში 700 ლარით (შვიდასი) (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისია აპლიკანტის განაცხადს არ განიხილავს.
10. შერჩეული კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
11. მოთხოვნილი დოკუმენტაცია აპლიკანტის მიერ გამოგზავნილ უნდა იქნეს 2026 წლის 24 სექტემბრიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის (Subject) ველში უნდა მიეთითოს: "პერსონალის მართვის დეპარტამენტში ანაზღაურებადი სტაჟირება".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.