საწარმოს ინჟინერი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი საერთაშორისო წარმოების კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ინჟინერის პოზიციაზე საწარმოში.
ინდუსტრია: FMCG / სასმელების წარმოება
სამუშაო ადგილი: ნატახტარი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ ტექნიკურად ძლიერ, პასუხისმგებლიან და შედეგებზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით, საწარმოო დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ჩამოსასხმელი და შესაფუთი დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** პრევენციული და კორექტიული ტექნიკური მომსახურების (Maintenance) დაგეგმვა და განხორციელება, დანადგარების გაჩერების დროის მინიმუმამდე შემცირების მიზნით
** დანადგარების ეფექტიანობის, გაჩერებებისა და დანაკარგების ანალიზი და საწარმოო ხაზის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ინიციატივების განხორციელება
** სხვადასხვა ფორმატის (ბოთლი, ქილა, კეგი) წარმოებისთვის დანადგარების გამართვის, რეგულირებისა და კალიბრაციის უზრუნველყოფა
** ტექნიკური გაუმართაობებისა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ძირეული მიზეზების ანალიზში მონაწილეობა და მუდმივი მაკორექტირებელი ღონისძიებების დანერგვა
** ტექნიკური მომსახურებისა და წარმოების გუნდებთან კოორდინაცია ტექნიკური პრობლემების ოპერატიულად აღმოსაფხვრელად
** ოპერატორების გადამზადება დანადგარების სწორი ექსპლუატაციის, საბაზისო ტექნიკური მომსახურებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიმართულებით
** ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება წარმოების დანაკარგებისა და ხარისხობრივი გადახრების თავიდან ასაცილებლად
** ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო კრიტიკული სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ Upper-Intermediate დონეზე
** საწარმოო დანადგარებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%-იანი დაფარვა)
** კვება
** ტრანსპორტირება
** კომპანიის პროდუქციის ყოველთვიური სასაჩუქრე პაკეტი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.