მთავარი სპეციალისტი / გარემოსდაცვითი მმართველი
სოკარ ჯორჯია გაზი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მშენებლობის, სტანდარტიზაციისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ,,მთავარი სპეციალისტი/გარემოსდაცვითი მმართველი"
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის განახლება (3 წელიწადში ერთხელ); - ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება. - საქართველოს რეგიონებში, კომპანიის სამოქნედო არეალში გაუწიოს კონტროლი ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, განსაკუთრებით – სახიფათო ნარჩენების შემთხვევაში; - საქართველოს რეგიონებში, კომპანიის სამოქნედო არეალში კონტროლი გაუწიოს ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდებსა და პირობებს (კერძოდ ერთმანეთში შერევის და გადავსების არ დაშვებას); - კონტროლი გაუწიოს ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებულ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ნარჩენები შემდგომი და საბოლოო დამუშავებისთვის გადაეცემა. - აკონტროლოს წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების და რაოდენობების შესახებ ინფორმაცია (აწარმოოს ნარჩენების აღრიცხვის ჟურნალი); - საქართველოს რეგიონებში, კომპანიის სამოქნედო არეალში აკონტროლოს და გაუწიოს ორგანიზება ნარჩენების დროულად გატანას, იმ ორგანიზაციების მიერ რომლებიც შემდგომში გაუწევენ ოპერირებას დაგროვებულ სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებს.
ცოდნა, კვალიფიკაცია: - უმაღლესი განათლება; - გარემოსდაცვითი მმართველის სერტიფიცირებული სპეციალისტი; - არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება; - კომპიუტერის მოხმარების წესების კარგი ცოდნა (MS office); - ქართული, რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული და სხვა უნარჩვევები: - კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დუკუმენტებთან მუშაობა; - პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა; - სამუშაო განრიგი - კვირაში 5 დღე
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ან ეწვიეთ ბმულს: www.socargas.ge
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.