10 083 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JFM0ZVA9 გამოქვეყნდა 21 ოქტ 9 ნახვა

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

ინტელკომ ჯგუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმში მოსული მომხმარებლების მომსახურება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების დამუშავება;
  • შეკვეთების მიღება და სისტემაში დამუშავება, მიწოდების ორგანიზება და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და თავაზიანი კომუნიკაციის კულტურა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
  • რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამებთან და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

  • კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
  • სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით);
  • შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, მისი თანხმობისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეინახოს კომპანიამ განაცხადის განხილვის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, მომავალში შესაბამის ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა