მოლარე
+23% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,140 ₾ · 135 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები
- გაყიდული პროდუქციის გატარება;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
პიროვნული მახასიათებლები
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები
- სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით;
- დასვენება: კვირაში 1 დღე;
- ხელფასი: 1400 ლარი
- პირველი თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს,
- 3 თვის შემდგომ - 1250 ლარს
- 6 თვის შემდეგ - 1300 ლარი
- 9 თვის შემდეგ - 1350 ლარი
- 12 თვის შემდეგ - 1400 ლარი
- 6 თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია;
- მეცამეტე ხელფასი
- აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
მოთხოვნები
- აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)" ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.