ზეინკალი
ხის სამშენებლო კოჭების (ბალკების) მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
- დეტალების მომზადება: სამონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე კომპონენტების გაწმენდა, გაცხიმოვნება, მარკირება და დახარისხება;
- აწყობა და მონტაჟი: დეტალების შეერთება კვანძებად და მექანიზმებად ხელის და ელექტროინსტრუმენტების გამოყენებით (ბურღვა, ჭრა, ხრახნის მოჭრა; ხრახნიანი, შემდუღებლო, სარჩილავი და სამანჭვლე შეერთებების აწყობა);
- კონსტრუქციების მონტაჟი: სამრეწველო მოწყობილობების (ჩარხების, პრესების, კონვეიერების), ლითონის კონსტრუქციების (კოჭების, კარკასების, რეზერვუარების), მილსადენებისა და სხვა ელემენტების დამონტაჟება საპროექტო მოთხოვნების შესაბამისად;
- ტექნიკური მომსახურება და რემონტი (გაშვება-გამართვის შემდეგ): მოწყობილობების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება, გაწმენდა, შეზეთვა, ცვეთადი ელემენტების შეცვლა, დიაგნოსტიკა და მიმდინარე გაუმართაობების დროული აღმოფხვრა.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების კითხვისა და გაგების უნარი;
- ხელის და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (ხრახნდამჭერი/"შურუპავერტი", კუთხსახეხი/"ბალგარკა", ქანჩსახრახნი/"გაიკავერტი");
- ლითონის ზეინკლური დამუშავების უნარები: ჭრა, ბურღვა, გაწმენდა, ღუნვა;
- ზუსტი საზომი ინსტრუმენტების ფლობა (შტანგენცირკული, მიკრომეტრი, თარაზო, საზომი ლენტი, კუთხმზომი) და ზომების სიზუსტის კონტროლი.
სასურველია (ჩაითვლება უპირატესობად):
- ლაზერული საზომი ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება მონტაჟის სიზუსტის ასამაღლებლად;
- შედუღების სამუშაოების შესრულების უნარი;
- საბაზისო ცოდნა და კომპეტენცია ელექტროენერგეტიკაში.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.