დასავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი
კომპანია TALENTIS აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონში პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს წამყვან ევროპულ მწარმოებლებსა და მათ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი საკომპენსაციო პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
ძირითადი მოვალეობები:
- დასავლეთ საქართველოს რეგიონში სამედიცინო წარმომადგენელთა გუნდის ეფექტური მართვა და კოორდინაცია;
- გაყიდვების რეგიონალური გეგმების დასახვა, გუნდისთვის გაცნობა და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
- ფარმაცევტული ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და სამომხმარებლო მოთხოვნის ანალიზი;
- გაყიდვების სტიმულირება, პრობლემური სიტუაციების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაჭრის გზების შემუშავება;
- ყოველდღიური რეპორტინგის კონტროლი, ანალიზი და გუნდისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
- სამედიცინო წარმომადგენელთა პროფესიული განვითარებისა და სამუშაო პროცესში ჩართულობის მხარდაჭერა;
- რეგიონში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, ინიცირება და განხორციელების მონიტორინგი;
- რეგულარული ანგარიშგება ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
- ფარმაცევტულ სფეროში ჯგუფის/რეგიონალური მენეჯერის ან უფროსი სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office: Excel, Word, PowerPoint) კარგი ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
- შედეგზე და დასახული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივიანობა.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.